პარიზში მაკრონის და ლე პენის საწინააღმდეგო აქციები

პარიზში მაკრონის და ლე პენის საწინააღმდეგო აქციები

719205
პარიზში მაკრონის და ლე პენის საწინააღმდეგო  აქციები

საფრანგეთში, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგების მიხედვით მეორე ტურში გასვლის შანსი პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენიმ მოიპოვეს. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაჯგუფება „ანტი-ფაშისტური მოძრაობის“  წევრებმა პარიზში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მოედანზე სამართალდამცველებს ბოთლები და აალებადი ნივთიერებები დაუშინეს, რის შემდეგაც მათსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მსგავსი აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა რა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მეორეს მხრივ საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის France 2 ტელევიზიის  მიერ ჩატარებული ანკეტის მიხედვით, მეორე ტურში მაკრონი ხმების  62, ხოლო ლე პენი 38 პროცენტს მიიღებს. მეორე ტური, რომელიც 7 მაისს გაიმართება ერთმანეთს მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან.



მსგავსი ინფორმაციები