ავღანეთში DEAŞ-ის პოზიციები დაბომბეს

ლიკვიდირებულია 5 ტერორისტი

ავღანეთში DEAŞ-ის პოზიციები დაბომბეს

როგორც განაცხადა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის პოლიციის სამმართველოს პრეს წარმომადგენელმა ჰაზრეთ ჰუსეინ მაშრიკვალმა, ნატოს კუთვნილი უპილოტოებით მათ მორიგი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს ნაზიანის რაიონში თავშეფარებულ DEAŞ-ის მილიტანებზე და ლიკვიდირება გაუკეთეს 5 ტერორისტს. ავღანეთიდან მიღებული მეორე ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში განხორციელებულ ბომბიან თავდასხმას 2 კაცი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები