ტერეზა მეიმ ქვეყანაში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოიწოდება გააკეთა

ინგლისის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყანაში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოიწოდება გააკეთა

715476
ტერეზა მეიმ ქვეყანაში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოიწოდება გააკეთა

ინგლისის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყანაში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოიწოდება გააკეთა.

პრემიერმა მეიმ, რომელმაც მოულოდნელი განაცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ ბრექსიტის შემდეგ ქვეყანას „დარწმუნებული, სტაბილური და ძლიერი ლიდერობა სჭირდება“ და ამის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.

მისი თქმით, ვესტმინსტერში გაყოფის მაგიერ ერთობა სჭირდებათ და არსებულ ხელისუფლებას ბრექსიტის მოლაპარაკებების საკითხზე სწორი გეგმა აქვს.

მეიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების კანონპროექტს 19 აპრილს წარუდგენს თემთა პალატას.

ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მეის კონსერვატიული პარტია მთავარი ოპოზიციონერულ მშრომელთა პარტიას უსწრებს.

შესაძლო გამარჯვება ბრექსიტამდე მეის პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს.


საკვანძო სიტყვები: #ინგლისი , #ვადამდელი არჩევნები

მსგავსი ინფორმაციები