იზზეთბეგოვიჩმა თურქეთის რეფერენდუმი შეაფასა

იზზეთბეგოვიჩმა თურქეთის რეფერენდუმი შეაფასა

714691
იზზეთბეგოვიჩმა თურქეთის რეფერენდუმი შეაფასა

ბოსნია-ჰერცოგოვინის პრეზიდენტობის საბჭოს ბოსნიელმა წევრმა, ბექირ იზზეთბეგოვიჩმა გუშინ, თურქეთში გამართული რეფერენდუმი შეაფასა და განაცხადა, რომ მიღებული შედეგები თურქეთის სტაბილურობას და რეგიონში გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მან ამის შესახებ ქვეყნის დედაქალაქ სარაევოში ერთ ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს განაცხადა. იზზეთბეგოვიჩის  თქმით  მიუხედავად არაოფიციალური შედეგებისა, თურქეთში გუშინ გამართულ რეფერენდუმში უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე  მხარდაჭერისათვის კმაყოფილია. ბოსნიელმა ლიდერმა თურქ ხალხს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა და განაცხადა, რომ ეს შედეგები ქვეყნის სტაბილურობას და რეგიონში გაძლიერებას შეუწყობს ხელს. იზზეთბეგოვიჩმა განცხადების დროს ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის რეფერენდუმს ბოსნია ჰერცოგოვინაშიც დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს და არაოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, სარაევოში ეს წარმატება თურქებმა და ბოსნიელებმა  ერთად იზეიმეს.



მსგავსი ინფორმაციები