სტოკჰოლმის თავდამსხმელი DEAŞ-ის წევრი ყოფილა

ამის შესახებ იუწყება უზბეკეთის სსს

712753
სტოკჰოლმის თავდამსხმელი DEAŞ-ის წევრი ყოფილა

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ გასულ კვირას, შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში ტერაქტის განმხორციელებელი, 39 წლის რახმად აქილოვი DEAŞ-ის წევრი იყო და ამის გამო უზბეკეთში გასამართლებულიც ყოფილა.

ამავე ცნობით, აქილოვი უზბეკ ახალგაზრდებს სირიაში წასვლისაკენ და DEAŞ-ში გაწევრიანებისკენაც მოუწოდებდა.

“აქილოვმა 2014 წელს უზბეკეთი დატოვა და დეასში გაწევრიანდა“, ხაზგასმულია ამავე განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 7 აპრილს სტოკჰოლმის ხალხმრავალ პროსპექტზე უზბეკმა ტერორისტმა დიდი ავტომანქანა დააჯახა გამვლელებს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა.

შვეციის პოლიციამ, უფრო ადრე, როგორც დეაშის მხარდამჭერს, აქილოვს უარი უთხრა ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიცემაზე 



მსგავსი ინფორმაციები