ტრამპმა სტოლტენბერგი მიიღო

ტრამპმა სტოლტენბერგი მიიღო

711630
ტრამპმა  სტოლტენბერგი მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივანო იენს სტოლტენბერგი მიიღო და მასთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ტრამპმა განაცხადების დროს აღნიშნა, რომ სირიის პრობლემის მოსაგვარებლად ნატოსთან ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია. „ასადის მხრიდან ქიმიური იარაღების გამოყენებით მასიური მკვლელობების გამო  ნატოს წევრი ქვეყნებიდან მიღებული მხარდაჭერისათვის მადლიერი ვართ. ბავშვების და მათ შორის უდანაშაულო ადამიანების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენება, ადამიანის სიცოცხლის  პატივისმცემელი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან დაგმობაა საჭირო,“ განაცხადა ტრამპმა.   მან ასევე მოსკოვის მთავრობა ასადისადმი მხარდაჭერის გაწევის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა:  „ამჟამად რუსეთთან ვერცერთ საკითხზე ვერ ვთანხმდებით. ჩვენ თუ შევთანხმდებით, ეს ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ რომ ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზე გაგრძელდება.“ აშშ-ს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებისგან „ნატო მოძველებული ორგანიზაციაა“ უკან დაიხია და ახლა განაცხადა, რომ „ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის.“ ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გადასახადები დროზე გადაიხადონ. პრესკონფერენციის დროს იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მრავალი მნიშვნელოვანი მოკავშირე ქვეყანა ჰყავს და მათ შორისაა აშშ-ც.  



მსგავსი ინფორმაციები