მუსლიმანი ქალი მოსამართლე მკვდარი იპოვეს
მუსლიმანი ქალი მოსამართლე მკვდარი იპოვეს
711804
აშშ-ის პირველი მუსლიმანი ქალი მოსამართლე ნიუ ჯერსის შტატებში გამავალ მდინარე ჰუდსონში მკვდარი იპოვეს. მისი ცხედარი ნიუ იორკის პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა. 65 წლის შეილა აბდუს სალაამი ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. აშშ-ის პირველი მუსლიმანი ქალი მოსამართლე ამ თანამდებობაზე 1991 წელს დაინიშნა.