ჩინელმა მებაჟეებმა მამონტის ეშვების კონტრაბანდა აღკვეთეს

ისინი რუსეთიდან ტრაილერის საიდუმლო სამალავით შემოჰქონდათ

711259
ჩინელმა მებაჟეებმა მამონტის ეშვების კონტრაბანდა აღკვეთეს

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჰეილონგძიანგის პროვინციის საბაჟოს თანამშრომლებმა რუსეთიდან ჩინეთში კონტრაბანდული გზით 1 ტონა მამონტის ეშვი შეტანის მცდელობა აღკვეთეს.

რუსეთიდან ჩინეთში 6 ტრაილერით სოიას გადატანისას ერთ ერთი ტრაილერის წონა სხვებისგან განსხვავდებოდა, რამაც საბაჟოს თანამშრომლები დააეჭვა და ტრაილერების დეტალური კონტროლი დაიწყეს რა, განსხვავებულ წონიანი ტრაილერის საიდუმლო სამალავში 1 ტონა მამონტის ეშვი, 73 კგ მარტორქის რქა და 1 ტონა ნეფრიტი აღმოაჩინეს.

ამ კონტროლის კვალდაკვალ ტრაილერის მძღოლი და პატრონი დააკავეს.  

ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე გადაშენებული მამონტები გამყინვარების ეპოქაში ციმბირის უსაზღვრო ტუნდრებში ცხოვრობდნენ და თოვლის დნობის შემდეგ მონადირეები ზოგჯერ მამონტების გაქვავებულ ძვლებს და ეშვებს აწყდებიან, რაც მსოფლიო ბაზრებზე ძალზედ ძვირად ფასდება



მსგავსი ინფორმაციები