პუტინსა და ჰასან რუჰანის შორის ირანული მხარის თხოვნით სატელეფონო საუბარი გაიმართა
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ჰასან რუჰანის შორის ირანული მხარის თხოვნით სატელეფონო საუბარი გაიმართა
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ჰასან რუჰანის შორის ირანული მხარის თხოვნით სატელეფონო საუბარი გაიმართა.
განცხადების თანახმად, ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს და განაცხადეს რომ აშშ-ის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სუვერენულ სახელმწიფო სირიაზე თავდასხმა მიუღებელია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინისა და რუჰანის თქმით, სირიის იდლიბის რეგიონში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებები ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული.
„რუჰანის 27-28 მარტს მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების განხორციელების საკითხი იქნა განხილული. მხარეები ტერორიზმთან ბრძოლის თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხნენ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით ამ სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოხატეს“- ნათქვამია კრემლში გაკეთებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა