ამერიკა ლიბიის სამ ნაწილად დაყოფას ცდილობს!?

წინადადება ტრამპის თანაშემწეს ეკუთვნის

709223
ამერიკა ლიბიის სამ ნაწილად დაყოფას ცდილობს!?

ინგლისურ გაზეთ The Guardian-ის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწემ, სებასტიან გორკამ, ერთ ერთ ევროპელ მაღალჩინოსან დიპლომატთან შეხვედრისას მას წარუდგინა ქაღალდის ხელსახოცი, რომელზედაც ლიბია სამ რეგიონად არის დაყოფილი, ზუსტად ისევე, როგორც დაყოფილი იყო ეს ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში.

ამ პროექტით, ხმელთაშუა ზღვისპირას მოსაზღვრე 2 სახელმწიფო ტრიპოლი და კირენაიკა შეიქმნება, ხოლო მესამე სახელმწიფო კი სამხრეთისკენ, ჩადის მოსაზღვრე რეგიონში შეიქმნება.

სებასტიან გორკა ცდილობს ტრამპის  სპეციალური წარმომადგენელი გახდეს ლიბიაში და იგი გამოირჩევა ისლამისტების საწინააღმდეგო რადიკალური მიდგომით.

ლიბიაში 2011 წელს მუამმერ კადდაფის საწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ ამ ქვეყანაში სტაბილურობა დასუსტდა და ხშირია კონფლიქტები სხვადასხვა ისლამურ დაჯგუფებებს შორის



მსგავსი ინფორმაციები