ლე პენის პარტიას კორუფციაში სდებენ ბრალს
წინასწარი გამოძიება უკვე დაიწყო
705912
საფრანგეთში, უკიდურესი მემარჯვენის, ლე პენის პარტიის მიმართ კორუფციის ბრალდებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.
ქალაქ ლილეს პროკურატურამ, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე Nord-Pas-de-Calais რეგიონალური საბჭოში ეროვნული ფრონტის პარტიის ზოგიერთი წევრისათვის ხელფასის გადახდის ბრალდებით სარჩელი აღძრა და წინასწარი მოკვლევა დაიწყო.
2010-2015 წლებს შორის უკიდურესი მემარჯვენე ეროვნული პარტიის ლიდერი ლე პენი, ამავე დროს ხსენებული რეგიონის საბჭოში პარტიის ფრაქციის თავჯდომარესაც წარმოადგენდა.
სხვათა შორის ლე პენს ასეთივე ბრალდებებს უყენებენ ევროპარლამენტშიც. ლე პენი გასულ თვეში პროკურატურაში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მაგრამ, მან “ხელშეუხებლობა“ აჩვენა მიზეზად და პროკურატურაში არ მივიდა