სანკ-პეტერბურგის აფეთქებას ანკარაც უარყოფითად გამოეხმაურა

ილდირიმმა მედვედევს მიუსამძიმრა

705217
სანკ-პეტერბურგის აფეთქებას ანკარაც უარყოფითად გამოეხმაურა

როგორც ცნობილია გუშინ, რუსეთის ქალაქ სანკ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა, რასაც 11 კაცი ემსხვერპლა, 45 კი დაიჭრა და ამ აფეთქებასთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა თავის რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს ოფიციალური მესიჯი გაუგზავნა რა, თურქი ხალხის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულების გამო, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებით სანკ-პეტერბურგის ტერაქტის დროს  დაღუპულებს და დაჭრილებს შორის თურქეთის მოქალაქეები არ არიან.

ტერაქტი იმ დროს განხორციელდა, როცა ვლადიმირ პუტინი სანკ-პეტერბურგში თავის ბელარუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდებოდა.

აფეთქების კვალდაკვალ რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ინტეფაქსის ცნობით სამართალდამცავებს ხელთ აქვთ უსაფრთხოების ვიდეო თვალის ჩანაწერები, რომლებშიც ეჭვმიტანილები ნათლად არიან ნაჩვენები    



მსგავსი ინფორმაციები