პაკ კინ ხე დააპატიმრეს

პაკ კინ ხე დააპატიმრეს

702991
პაკ კინ ხე დააპატიმრეს

სამხრეთ კორეის სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციაში ბრალდებით დააპატიმრეს. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, სეულის სასამართლომ ქრთამის აღების და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მისი დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი, გუშინ გამართული 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გასცა. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე ორი ადვოკატით  დაესწრო, რის შემდეგაც მან ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. პაკ კინ ხე სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველი გადაყენებული პრეზიდენტი გახლავთ. მის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას  საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ დაუჭირა მხარი.



მსგავსი ინფორმაციები