56 წლის ჩინელი მიგრანტის მკვლელობის აქციები გრძელდება

56 წლის ჩინელი მიგრანტის მკვლელობის აქციები გრძელდება

702997
56 წლის ჩინელი მიგრანტის მკვლელობის აქციები გრძელდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,  56 წლის ჩინელი მიგრანტის, შაოჰიო ლიუს პოლიციის მხრიდან მოკვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. უმრავლესობა ჩინეთის და აზიის ქვეყნების მიგრანტები, პოლიციის ქმედების გასაპროტესტებლად ამჯერად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებისადმი უარყოფითი რეაქცია ასეთი შინაარსის წარწერებიანი ტრანსფარანტებით  გამოხატეს.  „მკვლელი პოლიცია“  „კოლონიალური პოლიცია“, „საფრანგეთში მცხოვრებო აზიელებო გაიღვიძეთ“, „აზიელების მიმართ ზეწოლა ხორციელდება.“   მეორეს მხრივ გაზეთ Le Parisien-ის  ინფორმაციით, საფრანგეთის  შიდა დაზვერვის საიდუმლო სამსახურმა მთავრობას აუწყა, რომ აღნიშნული აქციების უკან პარიზში მოქმედი ჩინური მაფია დგას. შაოჰიო ლიუს ოჯახის წევრებმა,  ადრე, პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამ საკითხთან დაკავშრებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზში სამი დღის წინ ერთ-ერთი შეტყობინების კვალდაკვალ, მე-19 რაიონში მისულ პოლიციელებს, შაოჰიო ლიუსი თითქოს და მათ მაკრატლით თავს დაესხა, რის საპასუხოდაც პოლიციელთაგან ერთ-ერთმა, ჩინელ მიგრანტს თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ამ განცხადებას  ლიუს ოჯახის წევრები არ იღებენ.



მსგავსი ინფორმაციები