ტრამპის სტუმართმოყვარეობა მერკელისადმი
“გერმანიას 375 მილიარდი დოლარის ვალი შეახსენა“
ინგლისური გაზეთი The Sunday Times-ი გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის ვაშინგტონში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა მას ვალის სახით 375 მილიარდი დოლარის ღირებულების “ნატოს თავდაცვის“ ქვითარი წარუდგინა.
გერმანელი მინისტრის თქმით, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა, 17 მარტს, თეთრ სახლში შეხვედრის დროს, რომელიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა, ტრამპმა მერკელს ხსენებული ქვითარი წარუდგინა, რამაც მართალია კანცლერის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მან სიმშვიდე არ დაკარგა და არ წამოეგო ტრამპის პროვოკაციას.
ეს ინფორმაცია უარყო გერმანიის მთავრობის პრეს წარმომადგენელმა სტეფენ სეიბერტმა და მას უსაფუძვლო უწოდა. “ხსენებული ფაქტურის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ტრამპმა და მერკელმა თეთრ სახლში შეხვედრისას თავდაცვის ხარჯებზე მართლაც იკამათეს, რის შესახებაც ინფორმაცია იმთავითვე გასაჯაროებულ იქნა“, აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება