გარჩევა სისხლისღვრით დასრულდა

დაიღუპა 4 კაცი

697422
გარჩევა სისხლისღვრით დასრულდა

აშშ-ს ვისკონსენის პროვინციის 3 სხვადასხვა ადგილას შეტაკება წარმოიშვა, რასაც 4 კაცი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციებით, შეტაკება ქალაქ ვოსოს ერთ ერთ ბანკთან დაიწყო და ჯერ საადვოკატო ბიუროსთან, შემდეგ კი საცხოვრებელ მასივთან გაგრძელდა.

პოლიციის შეფის, ვალლი სპარქსის განცხადებით, კონფლიქტი წარმოიშვა მხარეებს შორის გარჩევის დროს წარმოქმნილი უთანხმოების გამო და თავდამსხმელის დაკავება შესძლეს.

მიღებული ინფორმაციებით უსაფრთხოების მიზნით შეტაკებებთან ახლოს მდებარე სკოლები და საავადმყოფოები დროებით დახურეს, თუმცა მალე ეს აკრძალვები გააუქმეს.

იუსტიციის სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით ფედერალური მოკვლევა დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები