ტილერსონი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნატოს 5-6 აპრილის მინისტერიალში

იგი ამ დროს ვიზიტით იქნება რუსეთში

696342
ტილერსონი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნატოს 5-6 აპრილის მინისტერიალში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის, მარკ ტონერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ვერ მიიღებს მონაწილეობას 5-6 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაში, რადგან, ამ თარიღებში ამერიკელი დიპლომატი ვიზიტით იქნება რუსეთში და ეს ვიზიტი უფრო ადრე დაიგეგმა რა, ვიდრე ნატოს შეკრება, ამიტომაც, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან შეკრების თარიღის შეცვლა მოითხოვა, რათა მასში ტილერსონმაც მიიღოს მონაწილეობა.

მისივე თქმით აშშ როგორც უწინ, ახლაც 100 პროცენტით არის დაკავშირებული ნატოსთან.

თუ ნატო შეკრების თარიღს არ შეცვლის, მაშინ, ამით 2003 წლის აქეთ ამერიკის დიპლომატი   პირველად ვერ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მინისტერიალში.

ამ დროს თეთრმა სახლმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი 25 მაისისათვის დანიშნულ ბრიუსელის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

მანამდე კი, კონკრეტულად კი 12 აპრილს, ტრამპი თეთრ სახლში მიიღებს ნატოს გენერალურ მდივან ჯონ სტოლტენბერგს  



მსგავსი ინფორმაციები