პერუ წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 78 კაცი

696610
პერუ წყალდიდობას ებრძვის

ესპანურ გაზეთ El País-ის მიხედვით, პერუში, გადაუღებელი წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას უკვე 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასამდე დაშავებულია, ხოლო საერთო დაზარალებულთა რაოდენობამ კი 650 ათასს მიაღწია.

წყალდიდობის დიდი ზარალის და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად ქვეყნის მთავრობა არ აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

პერუს პრეზიდენტის, პედრო პაბლო კუჩინსკის აზრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს შეუწყობს მშენებლობების უტენდერო განხორციელებას და კორუფციის გაფართოებას.

ამასობაში პერუელ დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარებები მოუვიდათ ეკვადორიდან, კოლუმბიიდან, ჩილედან, არგენტინიდან და ურუგვაიდან



მსგავსი ინფორმაციები