აქციები ლიბანში

აქციები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება

694874
აქციები ლიბანში

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში კორუფციის და მთავრობის მიერ დაგეგმილი საგადასახადო სისტემის შეცვლის წინააღმდეგ აქციები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ დილით რიად ელ-სულჰის მოედანზე შეკრებილები  „კორუფციის წინააღმდეგი ვართ“, „გადასახადების წინააღმდეგ ვართ“, „პოლიტიკოსებო სახლში დაბრუნდით“, „ქუჩებში გამოდით და საკუთარი უფლებები დაიცავით“, „გაიგონეთ მთავრობის წარმომადგენლებო გადასახადებს არ გადავიხდით“ წარწერებიანი ტრანსფარანტებით გამოვიდნენ.  აქციის დროს ხანდახან სამართალდამცველებთან შეტაკებებიც ხდებოდა რა, მათ დასაშლელად  ხმის ბომბები გამოიყენეს. ლიბანის მთავრობას დამატებითი ღირებულების გადასახადის 10%-იდან 11%-მდე გაზრდა სურს. მთავრობა ამით მიზნად ისახავს ბიუჯეტში წლიური შემოსავლების 200 მილიონი დოლარით გაზრდას.



მსგავსი ინფორმაციები