ჰოლანდიის არჩევნების არაოფიციალური შედეგები ცნობილია

გაიმარჯვა რუტტეს პარტიამ

692476
ჰოლანდიის არჩევნების არაოფიციალური შედეგები ცნობილია

ჰოლანდიაში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში არაოფიციალური მონაცემებით ახლანდელი პრემიერის, მარკ რუტტეს თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ხალხის პარტიამ გაიმარჯვა.

უკვე დათვლილია ხმების 90%-ი და რუტტეს პარტიამ 150 სავარძლიან პარლამენტში 33 სავარძელი მოიპოვა, როცა წინა არჩევნებში 41 დეპუტატი ჰყავდა.

“ჰოლანდიამ ცრუ პოპულიზმს უარი უთხრა. კამპანია უკვე დასრულდა. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და სტაბილური მთავრობა უნდა შევქმნათ“, განაცხადა რუტტემ შედეგების შეფასებისას.

მეორე ადგილზე 25 სავაძლით ქრისტიან-დემოკრატები გავიდნენ, ხოლო მესამეზე რადიკალისტი მემარჯვენე ვილდერსის თავისუფლების პარტია გავიდა, რომელმაც 18 დეპუტატი გაიყვანა.

მოულოდნელი მარცხი იწვნია კოალიციის პარტნიორმა მუშათა პარტიამ, რომელმაც წინა არჩევნებში 38 სავარძელი, გუშინდელში კი მხოლოდ 9 სავარძელი მოიპოვა.

3 დეპუტატის გაყვანა შესძლო თურქების მიერ შექმნილმა დენქის პარტიამ.

რადგან პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, ამიტომაც ნიდერლანდებში ახლა სულ ცოტა სამ პარტიული კოალიცია უნდა შეიქმნას.

სხვათა შორის გუშინდელი არჩევნების აქტივობა 82%-ით დაფიქსირდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  



მსგავსი ინფორმაციები