11 მარტი ისტორიაში

11 მარტი ისტორიაში

257308
11 მარტი ისტორიაში

11 მარტი ისტორიაში

1836 წლის 11 მარტს ოსმალეთის იმპერიაში საგარეო ურთიერთობათა კანცელარია გაუქმდა და მის მაგივრად საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნა ჩამოყალიბებული. საგარეო ურთიერთობათა კანცელარია ფათიჰ სულთან მეჰმედის დროს იქნა ჩამოყალიბებული და ფუნქციონირებდა 1836 წლამდე. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფოს მთავარი ჩანაწერების შენახვის მოვალეობაც დაეკისრა.

1917 წლის 11 მარტს ინგლისელებმა ბაღდადი დაიპყრეს, რომელიც იმ დროს ოსმალეთის მმართველობაში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ინგლისელ გენერალ მანდეს მეთაურობით ინგლისის ჯარებმა ბაღდადი დაიპყრეს. ინგლისის ჯარები რიცხობრივად ოსმალეთის ჯარებზე ბევრნი იყვნენ. ინგლისელებმა ინდოეთიდან 150 ათასი ჯარისკაცი ჩამოიყვანეს რა, რაოდენობრივად ოსმალეთის ჯარებზე ბევრნი გახდნენ და თავდასხმაც პირველებმა მათ დაიწყეს, რის შედეგადაც ბაღდადი დაიპყრეს კიდეც. ბაღდადი ოსმალო ფადიშაჰის მურად მეოთხის პერიოდში იქნა დაპყრობილი და დაახლოებით 300 წელი ოსმალეთის მმართველობაში შედიოდა.

1967 წლის 11 მარტს იუსუფ ზია ორთაჩი გარდაიცვალა. თურქი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი იუსუფ ზია ორთაჩი გულის შეტევით გარდაიცვალა. მან 1915 წელს დარულფუნუნ ოსმანიე ანუ სტამბოლის უნუვერსიტეტი დაამთავრა და პედაგოგობა დაიწყო. ამის შემდეგ ორთაჩმა, ორჰან სეიფი ორჰონთან ერთად "აქბაბას" სახელობის პოლიტიკური ჟურნალი გამოსცა, სადაც პულიტიკური იუმორებისა და ანეგდოტების წერა დაიწყო.

1990 წლის 11 მარტს ჩილეში აუგუსტო პინოჩეტის 17 წლიან დიქტატორულ მმართველობას ბოლო მოეღო. 1973 წელს სალვადორ ალიენდეს სამხედრო ხუნტამ ჩილეს მმართველობა ხელში ჩაიგდო, თუმცა 1990 წელს ამჯერად პინოჩეტმა განახორციელა სამხედრო გადატრიალება და ხელში აიღო ძალაუფლება. ქვეყნის ყველაზე დიქტატორული რეჟიმის მმართველი პინოჩეტი 2006 წელს გარდაიცვალა.

2003 წლის 11 მარტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მუშაობა დაიწყო. სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც დაფიქსირებულია სტატუტში, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულების კოდექსსა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში. ამის პარალელურად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო წყაროდ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებულ ნორმებს და ასევე მსოფლიო სამართლებრივ სისტმებზე დაყრდნობილ სამართლის ზოგად პრინციპებს. ამ სასამართლოს ცენტრი ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაშია განთავსებული.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები