აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრის გასამართად ემზადება

შეხვედრა 22-23 მარტს აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ რექს ტილერსონის თანათავჯდომარეობით გაიმართება

688499
აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრის გასამართად ემზადება

აშშ, ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის განსახილველად 68 ქვეყანას იწვევს. შეხვედრა 22-23 მარტს აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ რექს ტილერსონის თანათავჯდომარეობით გაიმართება. შეხვედრაზე კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. თურქეთს კი მევლუთ ჩავუშოღლუ წარადგენს. შეხვედრაზე სამხედრო, ეკონომიკური და ტერორისტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვის საკითხები იქნება განხილული. ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის დროებითმა პრესწარმომადგენელმა მარკ ტონერმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზეც ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ შეხვედრაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც ტონერმა ასეთი პასუხი გასცა: „რუსეთი კოალიციის წევრი ქვეყანა არ გახლავთ, ამიტომ იგი ამ შეხვედრას ვერ დაესწრება.“ მეორეს მხრივ ამერიკის მხრიდან  სირიაში საარტილერიო მხარდაჭერის მიზნით,  400 კაციან სპეცრაზმის ბრიგადას გაგზავნის ინფორმაცია აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ ჯოზეფ ვოტელიმ დაადასტურა.



მსგავსი ინფორმაციები