ხანძარი გვატემალაში

ხანძრის შედეგად 22 გოგონა დაიღუპა, 25 კი დაშავდა

688177
ხანძარი გვატემალაში

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან გვატემალის დედაქალაქ გვატემალაში ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 გოგონა დაიღუპა, 25 კი დაშავდა. გარდაცვლილები 14-17 წლების არიან. ორი დღის წინ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა გოგონებმა მათზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო აჯანყება მოაწყვეს, რასაც პოლიციის რეაგირება მოჰყვა. პოლიციის მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციის მიხედვით, გოგონებმა საწოლ ოთახებში ხანძარი გააჩინეს. საერთო საცხოვრებელში მცხოვრები გოგონების უმრავლესობა ძალადობის მსხვერპლნი ან უსახლკაროები არიან.  მომხდარის შემდეგ ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები