ჰავაის შტატი ტრამპის ახალი გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვს

შტატის ხელისუფლებამ ფედერალურ სასამართლოს ახალი გადაწყვტილების აღსრულების ქვეყნის მასშტაბით გაუქმება მოსთხოვა

688208
ჰავაის შტატი ტრამპის ახალი გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვს

ამერიკის ჰავაის შტატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 6 ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია, 3 თვით ვიზის გაცემის აკრძალვისა და აშშ-ის მიგრანტთა პროგრამის 4 თვით შეჩერების თაობაზე გამოცემული ახალი გადაწყვტილების გასაუქმებლად სარჩელი შეიტანა.

შტატის ხელისუფლებამ ფედერალურ სასამართლოს ახალი გადაწყვტილების აღსრულების ქვეყნის მასშტაბით გაუქმება მოსთხოვა.

ადვოკატებმა, რომლებმაც შტატის სახელით ჰონოლულუს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, ახალი გადაწყვეტილების ჰავაის მუსლიმი მოსახლეობისათვის, ტურიზმისა და უცხოელი სტუდენტებისათვის ზიანის მიყენების მიზეზით შეჩერება მოითხოვეს.

გენერალურმა პროკურორმა დუგლას ჩინმა განაცხადა, რომ ახალ გადაწყვეტილებაში წინა გადაწყვეტილების შემაჩერებელი სასამართლოების შეშფოთების აღმოსაფხვრელად ზოგიერთი ცვლილება იქნა შეტანილი, თუმცა მაინც ეს ორი გადაწყვეტილება თითქმის ერთნაირია.

„ჰავაი ისტორიასა და კონსტიტუციაში არასოდეს ყოფილა დისკრიმინაციული. შტატში მცხოვრებთა 20% უცხო ქვეყნებში არიან დაბადებული, 100 ათას ადამიანს მოქალაქეობის უფლება არ აქვს და მომსახურეთა 20% იცხო ქვეყანაში არია დაბადებული.“- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.  

ტრამპის მიერ ორშაბათს ხელმოწერილ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო აკრძალვა ირანს, სირიას, სომალის, სუდანსა და ლიბიას დაუწესდა და ამ სიიდან ერაყი ამოიღეს.

თეთრმა სახლმა ასევე 4 თვით მიგრანტების მიღება შეაჩერა. ახალი გადაწყვეტილება 16 მარტს ამოქმედდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #დონალდ ტრამპი , #ჰავაი , #შტატი

მსგავსი ინფორმაციები