ზვავი ამჯერად ვალფრეჟუში ჩამოწვა

დაიღუპა 1 კაცი, 2 დაკარგულად ითვლება

687221
ზვავი ამჯერად ვალფრეჟუში ჩამოწვა

საფრანგეთიდან მიღებული ცნობებით, ცნობილ სათხილამურო ცენტრ ვალფრეჟუში ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც 1 გერმანელი მოქალაქე დაიღუპა, 2 კი დაკარგულად არის გამოცხადებული, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი. გუშინ, საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე, ალპების განთქმულ სამთო-სათხილამურო კურორტ ტიგნეში ზვავი ჩამოწვა, რასაც  რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხსენებულ რეგიონში 13 თებერვალს ჩამოწოლილ ზვავს 4 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები