ტიგნეში ზვავი ჩამოწვა

მას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია

686635
ტიგნეში ზვავი ჩამოწვა

საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე, ალპების განთქმულ სამთო-სათხილამურო კურორტ ტიგნეში ზვავი ჩამოწვა, რასაც საბედნიეროდ, ამჯერად  რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ზვავი ადგილობრივი დროით 10.00 საათის მიდამოებში ჩამოწოლილა და მის კვალდაკვალ ძებნის ზონაში სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და სამაშველო ძაღლები გაიგზავნა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების თანამშრომლების პირველადი განცხადებით ზვავის ქვეშ მრავალი ადამიანი იყო დარჩენილი, მაგრამ, მაშველებმა საძიებო და სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ზვავს რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხსენებულ რეგიონში 13 თებერვალს ჩამოწოლილ ზვავს 4 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები