4 მარტი ისტორიაში

4 მარტი ისტორიაში

246479
4 მარტი ისტორიაში

4 მარტი ისტორიაში
 

1193 წლის 4 მარტს სელაჰათთინ ეიუბი გარდაიცვალა. ეიუბების იმპერიის ჩამომყალიბებელი და პირველი მმართველი სელაჰათთინ ეიუბი დამასკოში გარდაიცვალა. ის ჯერ კიდევ 17 წლისა იყო, როცა სახელმწიფოს ადმინისტრაციების შესახებ განათლების მიღება დაიწყო. 31 წლის ასაკში კი უკვე სირიის და ეგვიპტის ჯარების მეთაურად იქნა დანიშნული. იგი როგორც სახელმწიფო მეთაური, ასევე წარმატებული ჯარების სარდალიც იყო. სელაჰათთინ ეიუბმა 1187 წელს იერუსალიმი ჯვაროსნებისგან გაანთავისუფლა რა, 88 წლიან მათ ბატონობას ბოლო მოუღო.

1656 წლის 4 მარტს ოსმალეთის იმპერიაში ვაკვაკის სახელწოდების სამხედრო აჯანყება დაიწყო. სულთან მეჰმედ მეოთხის პერიოდში იმპერია ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, ამიტომ ჯარებს დაბალი ხარისხის ფულს, აქჩას უხდიდნენ. სასახლეში მყოფი სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეების არასწორმა ხარჯვამ და კუნძულ კრეტას ლაშქრობიდან დაბრუნებულ იანიჩარებისათვის ხელფასის გადაუხდელობამ ისინი ააჯანყა, რის შედეგედაც იანიჩარები სასახლის წინ შეიკრიბნენ და გარკვეული სახელმწიფოს მოხელეების სია გადასცეს სასახლეში, რათა სიაში მყოფი სახელმწიფოს მოხელეები მათთვის დასასჯელად გადაეცათ. სულთნის მხრიდან ჯარისკაცების დაყოლიების მცდელობამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. ამის შემდეგ კი ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე სულთანაჰმედის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს.


1774 წლის 4 მარტს მონადირის თანავარსკვლავედზე პირველი დაკვირვება განხორციელდა. მასზე პირველი დაკვირვება გერმანელი წარმომავლობის ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ გერშელმა განახორციელა. იგი დედამიწიდან 1350 სინათლის წლით არის დაშორებული და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე კაშკაშა თანავარსკვლავედია.


1923 წლის 4 მარტს იზმირის ეკონომიკური კონგრესი დასრულდა. იზმირის კონგრესი ლოზანის კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა. ქალაქ ლოზანაში თურქეთის დელეგაციაზე კაპიტულაციის თაობაზე ზეწოლა ხორციელდებიდა, რათა ოსმალეთის დავალიანებები თურქეთის რესპუბლიკას გადაეხადა, მაგრამ, იზმირის კონგრესზე უარი ეთქვა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ოსმალეთის იმპერიის ვალების გადახდას.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები