ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ მუბარაქი გაამართლა

ეს განაჩენი საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

683667
ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ მუბარაქი გაამართლა

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი ჰუსნი მუბარაქი, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა 2011 წელს მის წინააღმდეგ მიმართული მასიური საპროტესტო გამოსვლების დროს სამოქალაქო პირების მკვლელობებში, გამართლებულ იქნა.

უმაღლესი სასამართლოს მხრიდან გამოტანილი განაჩენით, საპროტესტო აქციების დროს დემონსტრაციების სიკვდილზე მუბარაქს არავითარი პასუხისმგებლობა არ მიუძღვის.

უმაღლესი სასამართლოს ეს განაჩენი საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ექსპრეზიდენტს ბრალი ედებოდა 2011 წლის მშვიდობიანი აქციების დროს 800-მდე დემონსტრანტის მკვლელობაში.

პირველადმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ, სააპელაციო სასმართლომ ბათილად სცნო რა ეს განჩინება, მუბარაქის ახლიდან გასამართლება მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები