მოგერინი ბალკანეთის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს

მოგერინი ბალკანეთის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს

683364
მოგერინი ბალკანეთის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ   პოლიტიკურმა კონფლიქტებმა მონტენეგროს (ჩერნოგორია) ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს ხელი არ უნდა შეუშალოს.  ამის შესახებ მოგერინიმ ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. მოგერინი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერების მხრიდან პარლამენტის სხდომებზე ბოიკოტის გამოცხადებასაც გამოეხმაურა და  თქვა რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება მმართველ გუნდსა და ოპოზიციონერებს შორის კრიზისების მოგვარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგების წარმოებაა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა   დაძაბულობამ მონტენეგროს ევროკავშირისკენ მისწრაფებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ფედერიკა მოგერინი ბალკანეთის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ბოსნია-ჰერცოგოვინას, ალბანეთს, კოსოვოს, სერბეთს და მაკედონიას ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები