რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

682206
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

სირიაში ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაერომ სირიისადმი სანქციების შემცველი  რეზოლუცია მოამზადა, რომელსაც რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადო. გაერომ და ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ ჩატარებული კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ ასადის რეჟიმმა სამჯერ, ხოლო ტერ ორგანიზაცია დეაშმა, ერთხელ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. აღნიშნული ანგარიშიდანა გამომდინარე ინგლისმა, აშშ-მ და საფრანგეთმა ქიმიური იარაღის გამომყენებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეზოლუცია მოამზადეს, რაზეც რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს უფლება გამოიყენეს. აღნიშნული რეზოლუციის მიმართ გაეროს წევრი ქვეყნებიდან ბოლივიამ უარყოფითი ხმა გამოიყენა, ხოლო ეთიოპიამ, ეგვიპტემ და ყაზახეთმა თავი შეიკავა. გაეროს მხრიდან მიღებული რეზოლუციის დასამტკიცებლად   უშიშროების საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან 9-ს დადებითი ხმა და მუდმივი წევრებიდან რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ს, საფრანგეთის და ინგლისის მხრიდან  ვეტოს უფლების გამოუყენებლობაა საჭირო.  რუსეთმა გაეროს მხრიდან სირიის მიმართ მომზადებულ რეზოლუციას  უკვე მეშვიდედ დაადო ვეტო. რუსეთის ასეთ ქმედებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერო გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო რა აღნიშნა, რომ სირიაში ტერ ორგანიზაცია დეაშის და ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამომყენებლები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ, რაზეც რუსეთს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.  ამ ფაქტს ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის და ჩინეთის გადაწყვეტილებამ მათში იმედგაცრუება გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები