25 თებერვალი ისტორიაში

25 თებერვალი ისტორიაში

236327
25 თებერვალი ისტორიაში

25 თებერვალი ისტორიაში
 

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ეს ქალაქი ოსმალეთ-ირანის კონფლიქტებს შორის იყო, ზოგჯერ თურქეთის და ზოგჯერ კი ირანის მმართველობაში იმყოფებოდა. ბოლოს კი საბჭოთა წითელი არმიის მიერ ოკუპირებული თბილისი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქად იქნა გამოცხადებული. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ თბილისი მცირე ხნით დამოუკიდებლობა მოპოვებელი საქართველოს დედაქალაქი, ხოლო 1936 წლიდან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში, კერძოდ კი 1956 და 1989 წლებში თბილისში მომხდარი გამოსვლები მოსკოვის რეჟიმმა სისხლიანი მეთოდით ჩაახშო. ბოლოს კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით თბილისი ისევ საქართველოს დედაქალაქი გახდა.

1938 წლის 25 თებერვალს ყაზახი ფილოსოფოსის და მწერლის გასამართლება დაიწყო. საბჭოთა ლიტერატურის ერთ ერთი ფუძემდებლის, ყაზახეთის მოქალაქე მოაზროვნისა და მწერლის საქენ სეიფულის სასამართლო პროცესი ამ დღეს დაიწყო. მოსკოვის მთავრობის მიერ ოპოზიციონერად მიჩნეული სეიფული 1937 წელს დაიჭირეს. იგი მანამდე საბჭოთა კავშირში შემავალ ყაზახეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1936 წელს მოსკოვში გამართული ყაზახეთის ლიტერატურის და კულტურის ათ დღიანი ღონისძიებების დროს მან თავისი ქვეყნის ლიტერატურას დიდი წარმატება მოუტანა, რის გამოც მას მშვიდობის ჯილდო გადაეცა. 1938 წელს გამართული სასამართლოს შედეგად დაპატიმრებული სეიფული დიდი ხანი იჯდა ციხეში, 1957 წელს ახლიდან გამართულ სასამართლო პროცესზე კი იგი უდანაშაულოდ სცნეს და გაანთავისუფლეს.

1943 წლის 25 თებერვალს ოსმალეთის მნიშვნელოვან პოლიტიკოსთაგან მეჰმედ თალათ ფაშას ცხედარი თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით თურქეთში იქნა ჩამოსვენებული. კავშირის და პროგრესის ჩამომყალიბებელი თალათ ფაშა, ამ კავშირის სხვა წევრების მსგავსად იძულებული გახდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში წასულიყო. თალათ ფაშა 1921 წლის 15 მარტს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ეროვნებით სომეხი თავდამსხმელის მიერ იქნა მოკლული. თალათ ფაშას ნეშტი წლების შემდეგ თურქეთში გადმოასვენეს და იგი სტამბოლში თავისუფლების და მარადიულობის სახელწოდების გორაზე იქნა დაკრძალული.

1964 წლის 25 თებერვალს 22 წლის მუჰამედ ალი პირველად გახდა კრივში მსოფლიო ჩემპიონი. ყველა დროის საუკეთესო ბოქსიორად მიჩნეულმა მუჰამედ ალიმ 22 წლის ასაკში ფლორიდაში სონი ლისტონი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო. მუჰამედ ალიმ კრივის კარიერაში ჩატარებული 61 მატჩიდან 56-ში მოიგო, რითაც მან იმ დროს ძალიან რთული რეკორდი მოხსნა. მუჰამმედ ალის ცხოვრება 2001 წელს ჰოლივუდში ფილმად იქნა გადაღებული, რომელშიც მის როლს უილ სმიტი ასრულებს.



მსგავსი ინფორმაციები