ევროკავშირის დიდი ლიდერები 6 მარტს პარიზში შეიკრიბებიან

განიხილავენ რეფორმებისა და რეორგანიზაციის საკითხებს

677069
ევროკავშირის დიდი ლიდერები 6 მარტს პარიზში შეიკრიბებიან

როგორც განაცხადა ესპანეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომის ხელშეკრულების მე-60 წლისთავისათვის მზადების ფარგლებში 6 მარტს პარიზის ვერსალის სასახლეში მინი სამიტს გეგმავენ, რომლის მონაწილეები იქნებიან საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და იტალიის ლიდერები რა, განიხილავენ  ინგლისის მიერ ევროკავშირის დატოვების კვალდაკვალ ამ ორგანიზაციის მომავლის, გასატარებელი რეფორმებისა და რეორგანიზაციის საკითხებს.

მანვე მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა ამ ბოლო ხანებში ევროკავშირის ქვეყნებში მოძალებული და მომრავლებული რადიკალისტური და პოპულისტური გამოსვლები



მსგავსი ინფორმაციები