სისხლიანი ტერაქტი სუფისტის აკლდამაზე

დაიღუპა 70 ადამიანი

674250
სისხლიანი ტერაქტი სუფისტის აკლდამაზე
dışişleri, kanada cami saldırı kınama.jpg

პაკისტანის სამხრეთში მდებარე სინდის პროვინციის პოლიციის განცხადებით, ქალაქ სეჰვან შერიფში სუფისტი მოაზროვნის, ლალ შაჰბაზ კალანდარის აკლდამის წინ თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 70 კაცი დაიღუპა და მათ შორის მრავალი ქალი და ბავშვიც არის, ხოლო 150 დაჭრილს შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ამ საზარელ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა აიღო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ტერაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც თურქი ხალხის სახელით მკაცრად დაიგმო ყველანაირი ტერორიზმი, ხოლო ამის პარალელურად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვეს



მსგავსი ინფორმაციები