ჟენევაში სირიის შეკრება კვლავ გადაიდო

იგი ოცის მაგივრად 23 თებერვალს გაიმართება

672300
ჟენევაში სირიის შეკრება კვლავ გადაიდო

როგორც განუცხადა თურქულ საინფორმაციო სააგენტო “Anadolu Ajansı“-ს  გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სირიაში სტეფან დე მისტურას პრეს წარმომადგენელმა იარა შარიფმა, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სირიის საკითხზე 20 თებერვლისათვის დანიშნული მოლაპარაკებები გადავადდა და იგი 23 თებერვალს შესდგება.

მისივე თქმით მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგატებს მიწვევები უკვე გაეგზავნათ და 23 თებერვლამდე მათთან ცალ ცალკე პირისპირ შეხვედრებს გამართავს სტეფან დე მისტურა.

შარიფმა რაიმე განცხადება არ გაავრცელა მისტურას შესაძლო მონაწილეობაზე ასტანაში 15-16 თებერვლისათვის დანიშნულ სირიის მოლაპარაკებებში  



მსგავსი ინფორმაციები