ხანძარი ავსტრალიაში
ხანძრის შედეგად უკვე 19 საცხოვრებელი სახლი დაიწვა
671317
ავსტრალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად ტყეებში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სხვადასხვა წერტილშია გაჩენილი. ახალი სამხრეთ უელსის პროვინციაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას კი ძლიერი ქარი უშლის ხელს. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან 2000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძრის შედეგად უკვე 19 საცხოვრებელი სახლი დაიწვა და ასევე კვამლის შედეგადაც ზოგიერთი გზებიც ჩაიკეტა. ავსტრალიაში მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება. 2009 წელს ქალაქ ვიქტორიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 173 ადამიანი დაიღუპა.