ასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკება იმართება

თურქეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები სირიაში სამშვიდობო პროცესის განსახილველად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეიკრიბნენ.

666048
ასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკება იმართება

თურქეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები სირიაში სამშვიდობო პროცესის განსახილველად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეიკრიბნენ.

შეხვედრაზე სამმხრივი მექანიზმის ფარგლებში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების საკითხს განიხილავენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ გაერთიანებული ერების წარმომადგენლები, ხოლო სირიის ომის მხარეები კი მასში მონაწილეობას არ იღებენ.

თურქეთისა და რუსეთის ლიდერობით 23-24 იანვარს ასტანაში ჩატარებულ პირველ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის განსამტკიცებლად  გასატარებელი ზომები განიხილეს.  

აღნიშნულ შეხვედრას ირანის და აშშ-ს წარმომადგენლებთან ერთად ბაშარ ასადის რეჟიმისა და სირიის სამხედრო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თურქეთი, რუსეთი და ირანი ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის ერთობლივი სადამკვირვებლო და საკონტროლო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ.  



მსგავსი ინფორმაციები