სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები 20 თებერვალს გაიმართება
სამშვიდობო მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება
662823

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან დე მისტურამ განაცხადა, რომ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 8 თებერვლისთვის დაგეგმილი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები 20 თებერვალს გაიმართება. მისტურამ მოლაპარაკებების გადადების მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე მიმართა. რუსეთში სირიის ელჩმა რიად ჰადდადმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების თებერვლის თვის ბოლოსკენ გადადების შესახებ თვითონაც ინფორმირებულები არიან. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან დე მისტურამ ასევე თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ასტანაში თურქეთის, რუსეთის და ირანის ხელმძღვანელობით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან მიღებული დადებითი შედეგები ჟენევაშიც უნდა გააგრძელონ.