დემოკრატი სენატორები ტრამპს უპირისპირდებიან

ისინი წელავენ მინისტრთა დამტკიცების ვადას

662852
დემოკრატი სენატორები ტრამპს უპირისპირდებიან

აშშ-ს სენატის წევრი დემოკრატები ტრამპის მხრიდან წარდგენილ იუსტიციის, ხაზინისა და ჯანდაცვის მინისტრების კანდიდატურების დამტკიცებას აგვიანებენ.

ხსენებულმა სენატორებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, ჯეფ სესიონის საქმის განხილვა-კენჭისყრა სენატის სამართლებრივ კომიტეტში გაწელეს და ეს კენჭისყრა მომავალი ოთხშაბათისათვის გადაავადეს, ხოლო ხაზინისა და ჯანდაცვის მინისტრების, სტივენ მანუჩინისა და თომას პირაის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს რა, არ მიიღეს მასში მონაწილეობა, რის გამოც ეს კენჭისყრებიც გადავადდა.

სამაგიეროდ გუშინ, სენატში 93 ხმით 6 წინააღმდეგ დამტკიცებულ იქნა ტრანსპორტის მინისტრის ილეინ ჩაოს კანდიდატურა.

ტრამპმა სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა დემოკრატი სენატორების ქმედება  



მსგავსი ინფორმაციები