მეფე აბდულლაჰი აშშ-ი

დონალდ ტრამპის ხელისუფლება პირველად მასპინძლობს არაბ ლიდერს

662231
მეფე აბდულლაჰი აშშ-ი

მაშინ, როცა გრძელდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზის შეჩერება, დონალდ ტრამპის ხელისუფლება პირველად მასპინძლობს არაბ ლიდერს.

ვაშინგტონში შეხვედრებს ატარებს იორდანიის მეფე აბდულლაჰი.

იგი პირველად, საუზმეზე, შეხვდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენს და განიხილეს ტერ-ორგანიზაცია დეაშთან ბრძოლის დაჩქარებისთვის საჭირო ღონისძიებები, ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანა.

შემდეგ, მეფე აბდულლაჰი პენტაგონში გადავიდა, სადაც მას შეხვედრა მოუწყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა.

იორდანელი მეფე გახლავთ პირველი არაბი ლიდერი, რომელიც სტუმრობს ტრამპის ხელისუფლებას. იგი ხდება მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, 7 მუსლიმანური სახელმწიფოს მოქალაქეებს ამერიკაში შესვლის ვიზა აუკრძალა და საკითხთან დაკავშირებით გრძელდება დისკუსიები. დონალდ ტრამპის, მეფე აბდულლაჰთან შეხვედრდა მოსალოდნელია ხუთშაბათს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #მასპინძლობა , #არაბი , #მეფე

მსგავსი ინფორმაციები