ფედერალური სასამართლოები ტრამპის განკარგულებას ეწინააღმდეგებიან

მათ შეაჩერეს ტრამპის “დეპორტის“ განკარგულება

661442
ფედერალური სასამართლოები ტრამპის განკარგულებას ეწინააღმდეგებიან

აშშ-ში ხუთამდე ავიდა იმ ფედერალურ სასამართლოთა რაოდენობა, რომლებმაც დროებით აკრძალეს ტრამპის იმ განკარგულების განხორციელება, რომელიც ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეების ამერიკაში შესვლას კრძალავს, ხოლო აეროპორტებში დაკავებულების კი დეპორტს ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია ტრამპის განკარგულების საწინააღმდეგო განაჩენი ჯერ ნიუ ორკის ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა, შემდეგ მას კიდევ 4 შტატის სასამართლოც მიემატა რა, მათ დროებით გადაავადეს 7 მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში შესვლის მსურველთათვის დაწესებული 90 დღიანი აკრძალვა, რომელსაც შეიცავს ტრამპის განკარგულება.

ასე რომ, კალიფორნიის, ვირჯინიის, ვაშინგტონის და მასაჩუსეტის ფედერალურმა სასამართლოებმაც მხარი დაუჭირეს ხსენებული ქვეყნების მოქალაქეთა ამერიკაში დარჩენას.

პირველმა ნიუ ორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ენ დონნელიმ დააკმაყოფილა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის სარჩელი და ტრამპის განკარგულების შემჩერებელი დადგენილება გამოიტანა



მსგავსი ინფორმაციები