29 იანვარი ისტორიაში

29 იანვარი ისტორიაში

425444
29 იანვარი ისტორიაში

29 იანვარი ისტორიაში

1845 წლის 29 იანვარს ედგარ ალან პოს პოემა „ყორანი“ გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ პო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნოველისტად არის აღიარებული, იგი სიცოცხლეში სათანადოდ ვერ დააფასეს. ნოველებთან ერთად ედგარ პოს მრავალი ლექსიც ეკუთვნის. 1845 წლის 29 იანვარს გამოცემული პოემა „ყორანი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ცხოვრების ბოლო წლებში ედგარ ალან პო მთლიანად მარტო დარჩა და მის დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ 4 ადამიანი ესწრებოდა.

1860 წლის 29 იანვარს ანტონ ჩეხოვი დაიბადა. ჩეხოვმა 1887 წელში შექმნილი მოთხრობებსი კრებულით „მწუხრში“ რუსეთის აკადემიის „პუშკინის“ სახელობის პრემია დაიმსახურა. მისი ცნობილი ნაწარმოები„ლაპატა N 6“ 1892 წელში გამოქვეყნდა. ტოლსტოისთან გაცნობის წელს 1895 წელს ჩეხოვმა „თოლიას„ პირველი ვერსია შექმნა, მეორე ვერსიის სცენაზე დადგმამ კი 1901 წელში დადგმული „სამი დისა“ და 1904 წელში მოსკოვში დადგმული „ალუბლის ბაღის“ შექმნა უზრუნველყო.

1886 წლის 29 იანვარს კარლ ფრიდრიხ ბენცმა ბენზინზე მომუშავე ავტომობილის პატენტი აიღო. იგი იმავე პერიოდში მცხოვრებ სხვა გერმანელ გამომგონებლებთან დაიმლერთან და ვილჰელმ მაიბახთან ერთად ერთდროულად ერთ პროექტზე მუშაობდა, თუმცა ბენცმა სამუშაოების შემდეგ შიდა წვის ძრავის ავტომობილებში გამოყენების უზრუნველყოფის ყველა პროცესის პატენტი აიღო. კარლ ბენცმა 1878 წელში შექმნილი პირველი ძრავის პატენტი 1879 წელში აიღო. მისი სხვა გამოგონებებია კარბურატორი, გაზის მუხრუჭის სისტემა, ბატარეიდან ელექტროსტატიკური ანთების სისტემა, ანთების სანთლები, დაწყვილების გადამცემის სისტემა და რადიატორი.

1978 წლის 29 იანვარს შვედეთმა აეროზოლი აკრძალა. აეროზოლი კვამლის, ნისლისა და მისი მსგავსი მყარი სხეულის ან სითხის გაზის გარემოში დაფანტვის პროცედურას ეწოდება. შვედეთმა აეროზოლი ოზონის ფენის დასაცავად აკრძალა და 9 წლის შემდეგ 1987 წელში რამდენიმე წლიანი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად „ზონის ფენის დამათხელებელი ნივთიერებების მონრეალის პროტოკოლი„ 25-მა ქვეყანამ გააფორმა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები