პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება

ეს ფაქტი კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა

660300
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ სატელეფონო საუბარს გამართავენ. ეს ფაქტი  კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ  CNN-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა. ტრამპის გამარჯვების და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ ეს იქნება პუტინთან გასამართი პირველი სატელეფონო საუბარი. მეორეს მხრივ ადრე ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი ახლო მომავალში პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავდა. „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინმა დამირეკა, მას შემდეგ არანაირი საუბარი არ გვქონია, ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მასთან საუბრის საშუალება მექნება,“ განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.



მსგავსი ინფორმაციები