ტერაქტი მოგადიშოში
დაიღუპა 15 ადამიანი
659119
სომალის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოს ერთ ერთ სასტუმროზე ბომბით დატვირთული ავტომანქანებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 15 კაცი დაიღუპა, 51 დაიჭრა.
ამავე ცნობით ტერორისტებმა ჯერ ორი ავტომობილი სასტუმროს წინ ააფეთქეს, შემდეგ თვით სასტუმროში შევიდნენ და ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას.
ადგილობრივი წყაროებით დაჭრილებს შორის 7 საერთაშორისო ჟურნალისტიც არის. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერ ორგანიზაცია Eş-Şebab-მა აიღო