რუსეთ- თურქეთ-ირანის ასტანის ერთობლივი დეკლარაცია

თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის  კონტროლის მიზნით, მიიღეს სამმხრივი მექანიზმის შექმნის დეკლარაცია

658464
რუსეთ- თურქეთ-ირანის ასტანის ერთობლივი დეკლარაცია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სირიის მოლაპარაკებების გარანტიორმა თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის  კონტროლის მიზნით, მიიღეს სამმხრივი მექანიზმის შექმნის დეკლარაცია.  

სამშვიდობო შეხვედრების შედეგად, სამი ქვეყნის მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ განცხადება წაკითხულ იქნა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაირათ აბდრაჰმანოვის მხრიდან.

დეკლარაცია, ითვალისწინებს გარემოში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის  დაკონტროლების და შესრულების უზრუნველყოფას.

სამმა გარანტიორმა სახელმწიფომ გამოკვეთეს რა, რომ სირიის კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია სამხედრო გზით, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, გაეროს უშიშროების საბჭოს 2254-ე კანონში ჩვენებული მუხლების შესასრულებლად, მხარი დაუჭირონ სირიის პოლიტიკურ პროცესს.

თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა შეთანხმებაში, მხარი დეკლარაციაში ოპოზიციური დაჯგუფებების, შვეიცარიის ქალაქ ჟენევის შეხვედრებში მონაწილეობას. საჭიროდ მიიჩნიეს სირიის ოპოზიციონერების ტერორისტული დაჯგუფებებისგან  გამოყოფა.

ამავდროულად, სამივე სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი პატივისცემით უდგებიან სირიის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და სამი გარანტიორი  სახელმწიფო მზად არის სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასტანა კი, დახასიათებულ იქნა სირიელ მხარეებს შორის დიალოგისთვის გავლენიან პლატფორმად.

 



მსგავსი ინფორმაციები