მისტურამ თურქეთს, რუსეთსა და ირანს მადლობა გადაუხადა

ასტანაში სირიის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა გაეროს სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ

658469
მისტურამ თურქეთს, რუსეთსა და ირანს მადლობა გადაუხადა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სირიის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა გაეროს სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ და რუსეთს, თურქეთსა და ირანს მადლობა გადაუხადა.

დე მისტურამ აღნიშნა, რომ მზად არიან დახმარება გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის საკონტროლო სამთა მექანიზმს.

სტეფან დე მისტურამ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოლაპარაკებების დასრულებისა და გარანტორი ქვეყნების რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ მიღებული ერთობლივი დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგი ასტანის მოლაპარაკებების შემდეგ საჭიროა ჟენევაში გაგრძელდეს.



მსგავსი ინფორმაციები