ტრამპის კაბინეტის შექმნა გრძელდება

ტილერსონის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინა სენატს

658162
ტრამპის კაბინეტის შექმნა გრძელდება

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გრძელდება ახალი კაბინეტის შექმნა და მის ფარგლებში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, რექ ტილერსონის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ელიან, რომ ტილერსონს არ გაუჭირდება დადებითი ხმების მოგროვება.

ამასობაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორად დამტკიცებულ იქნა მაიკლ პომპეოს კანდიდატურა, რომელსაც 32 სენატორის საწინააღმდეგოდ 66 სენატორმა დადებითი ხმა მისცა.

ინაუგურაციის დღეს კი დამტკიცებულ იქნა შიდა უსაფრთხოების მინისტრის ჯონ კელლის და თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატტისის კანდიდატურები.

ახალი კაბინეტის წევრები ძალიან ამბიციურნი და მდიდარნი არიან, თუმცა ამერიკული მედია მათ მხოლოდ გამოუცდელობაში აკრიტიკებს



მსგავსი ინფორმაციები