ჩავუშოღლი აშშ-ი ინაუგურაცია

ტრამპი, დღეს, ინაუგურაციით, ოფიციალურად დაიწყებს მისიის შესრულებას

655879
ჩავუშოღლი აშშ-ი ინაუგურაცია

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ბარაკ ობამასგან გადაიბარებს პრეზიდენტის მოვალეობას, დღეს ინაუგურაციით, ოფიციალურად დაიწყებს მისიის შესრულებას.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის ლიდერები ჩავიდნენ ვაშინგტონში ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად. თურქეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლი.

ტრამპმა, გუშინ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების საპატივსაცემო სადილი გამართა და აღნიშნა, რომ გავლენიანი კაბინეტით  მოახდენს ახალ ეტაპში სახელმწიფოს ყველა პრობლემის გადაჭრას.  სადილზე, მევლუდ ჩავუშოღლის, პირისპირი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოვალეობის შემსრულებელ გენერალ მაიკლ ფლეინთან.

ყველა დაინტერესებულია, როგორ პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხში.

მევლუთ ჩავუშოღლიმ გამოთქვა თურქეთის და თურქი ხალხის მოლოდინი და აღნიშნა, რომ პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით საჭიროა საგზაო რუკის ხელახლა  ფორმირება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #ტრამპი , #ინაუგურაცია

მსგავსი ინფორმაციები