ოლანდი და მერკელი ტელეფონით დაუკავშირდნენ პუტინს

განიხილეს უკრაინის საკითხი

654896
ოლანდი და მერკელი ტელეფონით დაუკავშირდნენ პუტინს

უკრაინის პრობლემის მოგვარების მცდელობის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ელისეიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოლანდი და მერკელი 16 იანვარს ჯერ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ესაუბრნენ, ხოლო გუშინ საღამოს კი პუტინს დაუკავშირდნენ და ორივეს ძირითადად მინსკის შეთანხმებით გათვალისიწინებული პირობების შესრულების საკითხზე ესაუბრნენ.

ოლანდმა 24 დეკემბერს მიღწეული მორატორიუმის დაცვას, ომის ტყვეების გათავისუფლებას, აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებების გაზრდას და წყლით უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის აღდგენას დაუჭირა მხარი.

მანვე დიდი მნიშვნელობა მისცა მინსკის შეთანხმებას და მისით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

ოლანდი მიესალმა ასევე სირიის საკითხზე ასტანაში დაგეგმილ შეკრების ჩატარებას მასში ყველა ოპოზიციური დაჯგუფებების წარმომადგენლების მონაწილეობას   



მსგავსი ინფორმაციები