ავტოკატასტროფა ეტაჰში

დაიღუპა 24 ბავშვი

654885
ავტოკატასტროფა ეტაჰში

ინდოეთის პოლიციის ცნობით, უტტარ პრადეშის პროვინციის ქალაქ ეტაჰში სატვირთო ავტომობილისა და სკოლის ავტობუსის დაჯახების შედეგად სულ ცოტა 24 ბავშვი დაიღუპა, რომელთა ასაკი 3-დან 12 წლამდე მერყეობს.

პოლიციის განცხადებითვე, მკაცრი ყინვების გამო რეგიონის სკოლებში სწავლა შეწყვეტილი იყო და ახლა იძიებენ, თუ სკოლა, რომლის მოსწავლეებიც დაიღუპნენ ამ ავტოავარიაში, რატომ იყო ღია.

პოლიციისვე ვარაუდით, ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი ხშირი ნისლის გამო დაბალი ხილვადობა შეიძლება გამხდარიყო



მსგავსი ინფორმაციები