ეგვიპტე არ გადასცემს 2 კუნძულს საუდის არაბეთს

ამის შესახებ დადგენილება უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა

653370
ეგვიპტე არ გადასცემს 2 კუნძულს საუდის არაბეთს

ეგვიპტის უმაღლესმა ადგილობრივმა სასამართლომ ამ ქვეყნის მხრიდან წითელ ზღვაში არსებული სანაფირისა და ტირანის სახელწოდების 2 კუნძულის საუდის არაბეთისათვის არ გადაცემის დადგენილება დაადასტურა, რადგან, მათი თქმით ეს ორივე კუნძული ეგვიპტეს ეკუთვნის და მთავრობას ხელთ არ აქვს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე ნივთმტკიცება თუ დოკუმენტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გამოტანილი განჩინებაც უკანონოს უწოდებს ხსენებული კუნძულების საუდის არაბეთისათვის გადაცემის თაობაზე ეგვიპტის მთავრობის მხრიდან მომზადებულ კანონ პროექტს.

ახლა, ელიან, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი სისი ამ დადგენილების აპელაციისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კუნძულების გადაცემის თაობაზე მთავრობის მხრიდან მომზადებული კანონ-პროექტი ჯერ ჯერობით ქვეყნის პარლამენტსაც არ დაუმტკიცებია.

ეგვიპტის პრეზიდენტი გასულ წელს საუდის არაბეთს შეუთანხმდა ამ კუნძულების სანაცვლოდ ფინანსური დახმარების მიღებას.

საუდის არაბეთი ამ კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს და მათი ხელმძღვანელების თქმით ისინი 1950 წელს  ეგვიპტეს დაცვის მიზნით გადასცეს



მსგავსი ინფორმაციები